ორსაგდულიანი მოლუსკების მიერ წარმოქმნილი პროდუქტი. ნიჟარისა და მანტიის გარე ეპითელიუმს შორის უცხო სხეულის მოხვედრის დროს, მანტია გამოყოფს სადაფის ნივთიერებას, რომელიც გარს ეკვრის ამ სხეულს. არსებობს თეთრი, მოვარდისფრო, მოყვითალო, ზოგჯერ მუქი მ. ზოგჯერ აღწევს მტრედის კვერცხის ზომასაც კი. მ-ის მიღება შეიძლება ხელოვნურადაც.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.