L. pes (pedis) - ფეხი + palpus - საცეცი ობობასნაირების თავმკერდის კიდურების მე-2 წყვილი. ასრულებს მსხვერპლის დაჭერის (მორიელებში მარწუხები), საკვების დაქუცმაცების (ობობებში), შეხების (ტკიპებში), ლოკომოტორულ (ფალანგებში) ფუნქციას.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.