Gk. anamor - phosis - ფორმის დამახინჯება პოსტემბრიონული განვითარების ფორმა, როდესაც კვერცხიდან სხეულის სეგმენტების არასრული რაოდენობის მქონე ცხოველი გამოდის: კანის რამდენიმეჯერ გამოცვლის შემდეგ ზრდის ზონის ხარჯზე ცხოველი სეგმენტების სრულ რაოდენობას აღიდგენს. დამახასიათებელია ზოგიერთი ჭიისათვის,მრავალფეხებისა და სხვა პრიმიტიული ფეხსახსრიანებისათვის.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.