L. migratio — გადასახლება ცხოველთა გადაადგილება - გადასახლება, გამოწვეული საარსებო პირობების ცვლილებებით ან დაკავშირებული განვითარების ციკლის თავისებურებებთან (მაგ. გველთევზების მ-ია). არჩევენ მ-იის რამოდენიმე ფორმას: ჰორიზონტალური (ზღვის ლომები), ვერტიკალური (მთების ძუძუმწოვრების გადაადგილება ბარისაკენ ზამთრობით), არარეგულარული (საკვების სიმცირით გამოწვეული), რეგულარული (ფრინველების სეზონური გადაფრენა), პასიური (თევზის ქვირითის, ლიფსიტების გადატანა ზღვის დინებებით), აქტიური (თევზების გადაადგილება ტოფობის პერიოდში).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.