Gk. მიო + meros - ნაწილი, წილი ქორდიანების ჩანასახებში სხეულის სიგრძივი ღერძის გასწვრივ განლაგებული წყვილი კუნთოვანი მეტამერები (სეგმენტები). უქალოებში (ამფიოქსუსი), მრგვალპირიანებში და თევზებში შენარჩუნებულია ზრდასრულ ფორმებშიც. ერთმანეთისაგან განცალკევებული არიან შემაერთებელქსოვილიანი ტიხრებით - მიოსეპტებით.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.