Gk. mixis - შერევა + koilos - ღრუიანი ფეხსახსრიანების შერეული წარმოშობის სხეულის ღრუ. ემბრიონული განვითარების პერიოდში ყალიბდება სეგმენტირებული მეორადი ღრუ ცელომური პარკების სახით, რომელთა კედლები თანდათან იშლება, სეგმენტების ღრუები ერწყმიან როგორც ერთმანეთს, ასევე პირველად ღრუს (პროტოცელის) ნარჩენს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.