ციბრუტელების მდედრების საშემოდგომო თაობა. დებს ისეთ კვერცხებს, რომელთაც შეუძლიათ განვითარება როგორც პართენოგენეზურად, ისე განაყოფიერების გზით. შეიცავენ ქრომოსომების პაპლოიდურ რაოდენობას. პართენოგენეზის დროს ვითარდებიან მამრები, ისინი ანაყოფიერებენ მდ-ებს; განაყოფიერებულ კვერცხებში ქრომოსომების დიპლოიდური რაოდენობაა, მათგან ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გამოდის ამიქტიური მდედრების I თაობა,რომლის კვერცხები დიპლოიდურია.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.