მა მბ მე მზ მთ მი მკ მო მრ მს მტ მუ მფ მღ მც მძ მწ მჭ მხ მჯ
მსო მსუ მსხ

მსოფლიო ოკეანის ზონები

ზღვებისა და ოკეანეების ნაწილები, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ეკოლოგიური პირობებით. იყოფა 2 ნაწილად: წყლის მასა პელაგიალი და ფსკერი - ბენთალი. ამ უკანასკნელში არჩევენ: ლიტორალს. სუბლიტორალს. ბათიალს და აბისალს (იხ.). ზონას, რომელსაც აღწევს მოქცევა და წყლის შხეფები სუპრალიტორალს უწოდებენ. ვერტიკალურად პელაგიალს ყოფენ შემდეგ ზონებად: ევფოტური ზონა, ანუ საკუთრივ პელაგიალი (ეპიპელაგიალი), დისტროფული ზონა, ანუ ბათი პელაგიალი და აფოტური ზონა, ანუ აბისოპელაგიალი, რომელიც ფსკერამდე ვრცელდება.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9