Gk. nema - ძაფი + kysle - ყუთი ნაწლავღრიანების ნაწილის თავდაცვისა და თავდასსმის ორგანოები. წარმოდგენილია უჯრედით, რომელსაც აქვს სითხით ამოვსებული კაფსულა. მასში გრძელი, სპირალურად დახვეული ძაფია; უჯრედის ზედაპირზე განლაგებულია მგრძნობიარე წამწამი - კნიდოცილი, რომელთან შეხება იწვევს გაღიზიანებას და მსუსხავი ძაფის გამოსროლას. არჩევენ მ.უ-ის რამდენიმე ფორმას: პენეტრანტები - დიდი მ.უ., რომლებიც მსხვერპლს კლავს; ვოლვენტები - შედარებით მცირე ზომის მ.უ., რომელთაც აქვთ გრძელი ძაფი; გლუტინანტები, ანუ სტრეპტოლიტები - მცირე ზომის ცილინდრული ფორმის მ.უ-ბი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.