ცხოველთა ბიოტური ურთიერთობის ფორმა. ბოლო დრომდე მტაცებლად ითვლებოდა მსოლოდ ის ცხოველი, რომელიც საკვებად იყენებს სხვას. აქვს მტაცებლისათვის დამახასიათებელი მორფო-ფიზიოლოგიური ნიშნები (კარგი მხედველობა და ყნოსვა, ძლიერი კბილები ან ბრჭყალები, ცხოველური საკვების გადამუშავებისათვის სპეციალიზებული ფერმენტული სისტემა და სხვა). ამჟამად ზოგი ეკოლოგის აზრით, მტაცებლებად უნდა ჩაითვალოს ყველა ის ცხოველი, რომელიც ცოცხალი ორგანიზმებით იკვებება, მათ შორის მცენარეებითაც. ამ აზრს მრავალი სპეციალისტი არ იზიარებს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.