L. sedentarum - ხანგრძლივი ჯდომა წყლის ნაკლებადმოძრავი ან უძრავი ცხოველები, რომლებიც ემაგრებიან სხვადასხვა საგნებს. ხშირად წარმოქმნიან კოლონიებს (ზოგიერთი უმარტივესი, ღრუბელები, მრავალი ნაწლავღრუიანი, ზოგიერთი მრავალჯაგრიანი ჭია, ორსაგდულიანი მოლუსკების რიგი წარმომადგენელი, ზოგი ულვაშფეხიანი კიბო, ხავსელები, მხარფეხიანები და სხვა). ხშირად ახასიათებთ ორგანოთა რედუქცია, სხივური სიმეტრია და სხვა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.