პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ
პაგ პალ პან პაპ პარ პაუ

პარაზიტიზმი

Gk. parasitos — მდგმური
სახეობათაშორისი ურთიერთობის ფორმა; ისეთი თანაცხოვრება. რომლის დროსაც ერთი ორგანიზმის განვითარება, კვება (პარაბიტი) ხდება მეორის ხარჯზე (მასპინძელი, პატრონი). პ-მი წარმოიშვა სხვადასხვა სახეობის სივრცობრივი და კვებითი კონტაქტის საფუძველზე. პ-მი ძირითადად გავრცელებულია დაბალი ორგანიზაციის ორგანიზმებში, უმდაბლეს მცენარეებსა და ცხოველებში (ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები, უმარტივესები, ჭიები; უფრო ნაკლებად გვხვდება ფეხსახსრიანებში). არჩევენ პარაზიტების 2 ჯგუფს: ექტოპარაზიტები და ენდოპარაზიტები. თუ პარაზიტი დიდი ხნით, ან მთელი სიცოცხლის მანძილზე დაკავშირებულია მასპინძელთან, მაშინ ამ მოვლენას სტაციონარულ პარაზიტიზმს უწოდებენ; გვხვდება აგრეთვე დროებითი პ-მიც. განასხვავებენ მუდმივ, პერიოდულ და ფაკულტატურ (არააუცილებელ) პ-ის ფორმებს. პარაზიტების გარემოს წარმოადგენს მასპინძელი ორგანიზმი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9