ფეხსახსრიანების სხეულის უკანა განყოფილება. მის უკანასკნელ სეგმენტზე მოთავსებულია ანალური ხვრელი. ტიპიურ შემთხვევაში მოკლებულია კიდურებს (უმაღლესი კიბოების გარდა), მაგრამ მასზე განლაგებულია სასქესო დანამატები (კვერცხსადები, საკოპულაციო ორგანო) ან ცერკები. ობობასნაირებს ახასიათებს მ-ის სეგმენტების რედუქცია; მწერებში სეგმენტების ნაწილი შერწყმულია, მაგრამ არაა რედუცირებული. მუცელში მოთავსებულია მრავალი სხვადასხვა ორგანო.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.