ორგანიზმთა გამრავლების ისეთი ფორმა, რომლის დროსაც კვერცხუჯრედში შეღწეული სპერმატოზოიდი სტიმულირებს მის განვითარებას, მაგრამ მისი ბირთვი არ ერწყმის კვერცხის ბირთვს და არ მონაწილეობს ჩანასახის განვითარებაში. ეს არის ცრუ განაყოფიერება-ფსევდოგამია. ამიტომ გ-ს ზოგჯერ განიხილავენ, როგორც პართენოგენეზის ერთ-ერთ ფორმას. გ-ი გვხვდება ნემატოდებში, ძვლოვან თევზებში, ამფიბიებში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.