სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია სახელმწიფო კანონით დაცულ ტერიტორიაზე, სადაც აღკვეთილისგან განსხვავებით აკრძალულია ყოველგვარი სამეურნეო საქმიანობა; ნ-ის ძირითადი ამოცანებია: ბუნებრივი ლანდშაფტების შენარჩუნება, მცენარეთა და ცხოველთა დაცვა და აღდგენა, ფლორისა და ფაუნის რეკონსტრუქციის საკითხების მეცნიერული დამუშავება.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.