L. porthenos - ქალწული + genesis - დაბადება სქესობრივი გამრავლების ერთ-ერთი ფორმა; ჩანასახის განვითარება ხდება გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან (შეად. ანდროგენეზი). გავრცელებულია მწერებში (ბუგრები, ფუტკრები), კიბოსნაირებში, ციბრუტელებში, უმარტივესებში და სხვ. გვხვდება ხერხემლიანებშიც (მაგ. ხვლიკებში). არჩევენ ბუნებრივ და ხელოვნურ პ-ს, ობლიგატურსა (დაფნია არტემია) და ფაკულტატურს (მაგ თუთის აბრეშუმხვევია); არსებობს აგრეთვე ციკლური პ-ი, როდესაც ორსქესიანი გამრავლება და პართენოგენეზი ენაცვლებიან ერთმანეთს (ციბრუტელების, ბუგრების, დაფნიების ჰეტეროგონია). პ-ის დროს ვითარდება მხოლოდ ერთი სქესის თაობა: მდედრები (ტელიტოკია) ან მამრები (არენოტოკია), იშვიათად – ორივე სქესის (დეიტეროტოკია). ზოგჯერ 3-ის დროს ადგილი აქვს ცოცხლადშობას (ბუგრების დიდი ნაწილი). თუ პ-ი მიმდინარეობს ლარვულ სტადიაზე (ზოგიერთი ბუზი), მას პედოგენეზი ეწოდება.
See also: გინოგენეზი,
პედოგენეზი,
ანოლიციკლია,
აპომიქსისი,
აციკლია,
გამრავლება,
დეიტეროტოპია,
თელიტოკია,
კვერცხი, კვერცხუჯრედი,
ქალწულებრივი გამრავლება,
დატოტვილულვაშიანი კიბოსნაირები (Cladocera),
ჩხირულები (Phasmoptera s. Phasmodea) Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.