ნა ნე ნი ნო
ნათ ნაკ ნამ ნან ნატ ნაუ ნაღ ნაყ ნაც ნაწ ნაჭ

ნაციონალური (ეროვნული) პარკი

დაცვას დაქვემდებარებული ლანდშაფტის საკმაოდ დიდი მონაკვეთი, რომელიც გამიზნულია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ - საგანმანათლებლო მიზნებისათვის. ამ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია ბუნებისდაცვითი ღონისძიებანი და იგი მკაცრი კონტროლის ქვეშ გამოიყენება - დასვენებისა და ტურიზმის მიზნით. ნ.პ.-ის რეჟიმი კომბინირებულია. მის ტერიტორიაზე მოზაიკურად მორიგეობენ სანაკრძალო და აღკვეთილი რეჟიმის ნაკვეთები, აგრეთვე ისეთი მონაკვეთები, სადაც დაშვებულია რეგლამენტირებული სამეურნეო მოღვაწეობა-ძირითადად დამთვალიერებლების მომსახურება. მსოფლიოში პირველი ნ.პ. - იელოუსტონისა – შეიქმნა 1872 წელს აშშ-ში. საქართვლოში პირველი ნაციონალური პარკი ჩამოყალიბდა 1973 წელს (საგურამოს ნაც. პარკი, რომელსაც 1979 წ. შეეცვალა სახელი - თბილისის ნაც. პარკი), იგი, აგრეთვე, პირველი იყო მთელ კავკასიაში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9