ყოველი ცხოველისათვის დამახასიათებელი რეპროდუქციის უნარი. იგი ჩამოყალიბდა ევოლუციის პროცესში და განაპირობებს სახეობის რიცხოვნობას. როგორც წესი, რაც უფრო ნაკლებია ცხოველის ზრუნვა შთამომავლობაზე, მით უფრო დიდია ნ-ბა და პირიქით. ცხოველები, რომლებიც სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით ხასიათდებიან, მცირერიცხოვან მთამომავლობას იძლევიან (სპილო 4 წელიწადში ბადებს 1 ნაშიერს, კურდღელი წელიწადში 2-3 ჯერ 3 - 4-ს). ნ-ბა დაკავშირებულია გამრავლების სეზონურობასთანაც. პარაზიტებისათვის მაღალი ნ-ბა განპირობებულია შუამავალი, დამატებითი და საბოლოო მასპინძლების არსებობით (შეუიარაღებელი სოლიტერი წელიწადში 600 მილიონ კვერცსს ყრის. ხოლო სიცოცხლის მანძილზე, რომელიც გრძელდება 18-20 წელს - დაახლოებით 11 მილიარდს).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.