ნა ნე ნი ნო
ნეა ნევ ნეი ნეკ ნელ ნემ ნეო ნერ ნეს ნეფ ნექ

ნეოტროპიკული ოლქი

Gk. neos – ახალი + tropikos – მობრუნებადი
ნეოგეას ერთადერთი ზოოგეოგრაფიული ოლქი. იკავებს სამხრეთ ამერიკის მთელ მატერიკს, ცენტრალური ამერიკის დიდ ნაწილს და ვესტინდოეთის კუნძულებს. ფაუნა ძალიან მდიდარია და მკვეთრად განსხვავდება სხვა ოლქებისაგან. ხერხემლიანების ენდემური რიგებია: არასრულკბილიანები, ამერიკული სირაქლემები ნანდუ; მრავალია ენდემური ოჯახი: მაიმუნების ზოგიერთი ჯგუფი, ზღვის გოჭები, აგუტი, შინშილები, ტაპირები, ლამები, ლამანტინები, მდინარის დელფინები და სხვ. ფრინველებში 26 ენდემური ოჯასია, მათ შორის ტინამუ, კოლიბრები, კონდორები, ჰარპიები და სხვა. ქვეწარმავლებიდან: კაიმანები და სხვა. მრავლადაა ენდემური მწერებიც. ნ.ო. იყოფა 4 ქვეოლქად: ჩილეპატოგონიის, ბრაზილიის, ცენტრალური ამერიკისა და ანტილის.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9