უხერხემლოების ნერვული სისტემის ფორმა (რგოლოვანი ჭიები, კიბოსნაირები). ნ.კ. წარმოდგენილია მუცლის 2 ნერვული ჭიმით, რომელზეც თვითოეულ სეგმენტში განგლიოზური უჯრედების გროვები ვითარდება. ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან განივი კომისურებით, რაც ნერვულ სისტემას კიბის ფორმას აძლევს. ასეთი ტიპის ნერვულ სისტემას ორტაგონსაც უწოდებენ.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.