სპეციალური დანიშნულების ორგანო, რომლის ფუნქციაა სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებათა გამომუშავება (სეკრეტები) და მათი გამოყოფა. არჩევენ გარეგანი (ეკზოკრინული) და შინაგანი (ენდოკრინული) სეკრეციის ჯირკვლებს. ეკზოკრინულ ჯ-ბს აქვთ გამომტანი სადინარი, ენდოკრინული ჯ-ბი სეკრეტს გამოყოფენ სისხლში. არსებობს, აგრეთვე, შერეული ხასიათის ჯირკვლებიც.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.