Gk. pherein – გადატანა + ormon აღგზნებადობა. ცხოველების (განსაკუთრებით მწერების) ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც გავლენას ახდენენ იმავე სახეობის ინდივიდების განვითარებასა და ქცევაზე, აგრეთვე განსაზღვრულ ინფორმაციას აწვდიან სხვა სახეობებს; ფ–ბი აქტიურად მოქმედებენ გამრავლების პერიოდში - პარტნიორის მოძებნისას.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.