ხერხემლიანების ცხვირის შინაგანი ნესტოები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ ცხვირის ღრუსა და ხახას. პირველად გაუჩნდათ ორგვარადმსუნთქავ თეეზებს – ხვრელების სახით, რომლებიც იხსნება პირის ღრუში საყნოსავი პარკების არხების ბოლოზე. ზოგიერთ ქვეწარმავალსა და სხვა ხერხემლიანებში მაგარი სახის წარმოქმნასთან დაკავშირებით განვითარდა ცხვირხახის სარქველი, რომელიც იხსნება პირის ღრუში ან ცხვირ-ხახაში (მეორადი ქოანებით).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.