სხვადასხვა ნიშნების დამაგრება ცხოველის სხეულზე (ძუძუმწოვრებზე, ფრინველებზე, თევზებზე და სხვ.). ფრინველებს ნიშნავენ დარგოლვით, დასალტვით; ძუძუმწოვრებს – ყურზე ან კუდზე სპეციალური ნიშნის დამაგრებით (საყურეს მსგავსად), დამღით ან ყურის ნაწილის მოჭრით და სხვა; თევზებს უკეთებენ ფირფიტებს ლაყუჩებზე ან ფარფლებზე და ა.შ. პეპლებს აწებებენ კალკაზე ტუშით დაწერილ ზოლებს; ექსპერიმენტულ ცხოველთა ნაწილს (ხვლიკები, ამფიბიები, თევზები) ამოკვეთენ თითების ფლანგებს ან ფარფლების სხივებს. შინაურ ცხოველების ნიშანსადებად ზოგჯერ იყენებენ საღებავს და სხვ.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.