Gk. oligos – მცირე + meros - ნაწილი ევოლუციური მოვლენა, რომლის არსი მდგომარეობს ჰომოლოგიურ და ჰომოდინამურ ორგანოთა რიცხვის შემცირებაში. ევოლუციის პროცესში ადგილი აქვს მრავლობითი (განმეორებადი) ორგანოების ფუნქციათა გენერალიზაციის პროცესს, რასაც თან სდევს მათი რიცხვის შემცირება.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.