Fr. organismeL. organizo-დან-ვაწყობ ცოცხალი ინდივიდი, რომელსაც ახასიათებს არაცოცხალისაგან განმასხვავებელი თვისებები და წარმოადგენს ბიოლოგიურ სისტემას, სადაც გაერთიანებულია ელემენტები, რომელთა ურთიერთკავშირები და ურთიერთდაქვემდებარება დეტერმინირებულია მათი, როგორც მთლიანის ფუნქციით. ო-ბს მიეკუთვნებიან, ფართე გაგებით, არა მარტო ცალკეული ინდივიდები, არამედ კოლონიები, პოპულაციები, ეკოსისტემები და სხვა. ვიწრო გაგებით ეს არის ინდივიდი, ნებისმიერი ცოცხალი არსება.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.