Gk. osmos – ბიძგი, წნევაL. regula – მიმართულება იმ პროცესების ერთობლიობა, რომლებიც განახორციელებენ ცხოველების შინაგანი გარემოს ჰუმორული წნევის მუდმივობას; დამახასიათებელია მტკნარი წყლებისა და ხმელეთის ყველა ცხოველისათვის. ზღვის ცხოველებიდან აქვთ ხერხემლიანებს (მიქსინების გარდა), ზოგიერთ კიბოსნაირებს. სხვა ზღვის ცხოველები ხასიათდებიან უჯრედოვანი ო-ით და პოიკილოოსმოსურებს მიეკუთვნებიან.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.