ხერხემლიანების ჩონჩხის ძირითადი ელემენტი. შედგება ძვლის ქსოვილისაგან, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის (იხ.) სახესხეაობას წარმოადგენს. შედგება უჯრედშორისი ნივთიერებისაგან (ოსეინის ბოჭკოები) და ძვლის უჯრედებისაგან (ოსტეოციტები), რომელთა მორჩები მჭიდროდ ეკვრიან ერთმანეთს და წარმოქმნიან სინციტიუმს. ძვალი დაფარულია შემაერთებელქსოვილოვანი გარსით ძვლისსაზრდელათი, რომელშიც მრავალი ნერვი, სისხლძარღვი და ოსტეობლასტია. არჩევენ გრძელ (ლულოვან), ბრტყელ, მოკლე ძ-ებს. ძ-ების შეერთება შეიძლება იყოს უძრავი, მოძრავი, ნახევრადმოძრავი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.