ქა ქე ქვ ქი ქლ ქო ქრ ქს ქტ ქუ
ქათ ქალ ქამ ქაშ

ქალა

ხერხემლიან ცხოველთა თავის ტვინის დამცველი ხრტილოვანი ან ძვლოვანი ჩონჩხი. ასევე ეწოდება თავფეხიანი მოლუსკების ხრტილოვან კაპსულას, რომელიც იცავს ტვინს. განასხვავებენ ენდოკრანიუმსა და დერმოკრანიუმს. პირველი წარმოდგენილია ემბრიონული ხრტილოვანი ქალათი და მისი წარმოებულით ზრდასრულ ცხოველებში. მეორე – წარმოქმნილია კანისეული ძვლებისაგან და წარმოდგენილია სატვინე და ვისცერალური ქალათი. არჩევენ ამფისტილურ, ჰიოსტილურ და აუტოსტილურ ქალას. ამფისტილურ ქალაში პირველადი ზედა ყბა ტვინის ქალასთან შეერთებულია სპეციალური გამონაზარდებისა და ჰიომანდიბულარული ელემენტის მეშვეობით. ჰიოსტილურ ქალაში მიერთება ხდება ჰიომანდი ბულარული ხრტილის მეშვეობით, ხოლო აუტოსტილურ ქალაში – სპეციალური წანაზარდებით, რომლებიც ქალას ან მიეზრდებიან ან მასთან მისახსრებული არიან.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9