Gk. pelagikos – ზღვისა, ზღვის გავლენით წარმოქმნილი პელაგიალის ცხოველები; მათი სხეულის ფორმა ჩვეულებრივ თითისტარისებრია, აქვთ ფარფლები. მათ მიეკუთვნება თევზების უმრავლესობა, ფარფლფეხიანები, ვეშაპისნაირები და აქტიურად მცურავი სხვა ცხოველები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.