ძა ძვ ძი
ძილ

ძილი

ტვინისა და მთელი სხეულის ისეთი ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოიხატება მოძრაობის მკვეთრ შემცირებაში, გარეგან გამღიზიანებლებზე რეაქციის თითქმის სრულ უქონლობაში და, ამავე დროს, თავის ტვინის ნეირონების აქტივობის თავისებურ ორგანიზებულობაში. ძილის მდგომარეობა დგება პერიოდულად ბიორიტმის „ძილ-ღვიძილი“-ს შესაბამისად. ძილი ჩვეულებრივი მოვლენაა ჰომოიოთერმული ცხოველებისათვის (ფრინველები, ძუძუმწოვრები) და შესაძლებელია რედუცირებულ ფორმაში ქონდეთ ქვეწარმავლებსაც. ცივსისხლიანების არააქტიური მდგომარეობა არ შეიძლება ჩაითვალოს ძილად. დადგენილია, რომ ძილი მოიცავს ორ ფაზას: ე.წ. ნელი ძილის ფაზა, ელექტრული პოტენციალის ნელი მერყეობით და ე.წ. სწრაფი ძილის ფაზა; ეს უკანასკნელი მოსდევს ნელი ძილის ფაზას და ხასიათდება დაბალამპლიტუდიანი გახშირებული რიტმიკით.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9