ორგანიზმის რეაქცია შინაგანი ან გარეგანი გარემოს ცვლილებაზე, რომელიც ხორციელდება ნერვული სისტემის მეშვეობით რეცეპტორების გაღიზიანების საპასუხოდ. რ-ი განაპირობებს ორგანიზმის ჰომეოსტაზისს და შეგუებას ცვალებადი გარემოსადმი. არჩევენ უპირობო და პირობით რეფლექსებს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.