Gk. პოლი + embryon – ჩანასახი პროცესი, რომლის დროსაც დანაწევრებული კვერცხის ცალკეული უჯრედები (ბლასტომერები) იშლებიან რამდენიმე ჯგუფად – მორულად. თითოეული მათგანი დასაბამს აძლევს ცალკე ემბრიონს. ამრიგად, ერთი კვერცხიდან წარმოიქმნება მრავალი ჩანასახი. პ-ა გავრცელებულია მხედრებში, ნაწლავღრუიანებში, ხავსელებში, გარსიანებში. ზოგჯერ გვხვდება რგოლოვან ჭიებსა და ძუძუმწოვრებში, იშვიათად ფრინველებში (ორგულა კვერცხი).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.