პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ
პოგ პოდ პოლ პოპ პორ პოს

პოპულაცია

L. populus – ხალხი, მოსახლეობა
გარკვეული სახეობის ინდივიდთა დაჯგუფება, რომელსაც აქვს ყველა პირობა შეინარჩუნოს თავისი რიცხოვნობა განუსაზღვრელი დროის მანძილზე. ცვალებად გარემოში. სახეობის არსებობის ფორმა. პ-იის ცვლილებანი განაპირობებენ მოცემული სახეობის ევოლუციას. პ-ას ახასიათებს ინდივიდების ერთიანი წარმოშობა, მსგავსი მორფოლოგია, არეალის განსაზღვრული მონაკვეთის დაკავება, თავისუფალი შეჯვარება დაჯგუფების ფარგლებში და სხვა ნიშნები. ტერმინი ნასესხებია დემოგრაფიიდან და ეკოლოგიაში შემოტანილია ვ. იოჰანსენის მიერ 1903 წელს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9