Gk. პროტო + plasma – წარმონაქმნი უჯრედის შემადგენელი ნაწილი. შეიცავს სხვადასხვა რიულ ორგანულ ნივთიერებებს (ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ნუკლეინის მჟავებსა და სხვა), აგრეთვე მინერალურ ნივთიერებებს და წყალს. არჩევენ ციტოპლაზმას (პ-მა ბირთვის გარეშე) და კარიოპლაზმას (ბირთვის შიგთავსი). პ-ში განთავსებულია ორგანოიდები, ჩანართები. ზედაპირული შრე იწოდება ექტოპლაზმად, შიგა შრე – ენდოპლაზმად. პ-მას ახასიათებს რიგი სპეციფიკური ნიშნები: ელასტიურობა, ზედაპირული დაჭიმვა, ოსმოსური წნევა. კოაგულაციის უნარი, ტურგორი და. აგრეთვე, ბიოლოგიური თვისებები – გამღიზიანებლობა. ბიოელექტრული პოტენციალი და სხვა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.