Gk. statos – მდგარი, უძრავი + kyste – ბუშტი უხერხემლო ცხოველთა წონასწორობის ორგანო; ფუნქციურად შეესატყვისება ხერხემლიანების ნახევარრკალოვან არხებს. ტიპიურ შემთხვევაში წარმოადგენს ბუშტს, რომელიც ამოფენილია მგრძნობიარე ეპითელით და ამოვსებულია სითხით. ბუშტის ერთ-ერთი უჯრედი ჩაბრუნებულია ბუშტის სანათურში და მასში განლაგებულია ოტოლითები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.