ეპიდერმისის წარმონაქმნები: ბალანი (ფაცახი, თივთიკი), თმები, ვიბრისები, ჯაგარი, ეკლები (ძუძუმწოვრებში), ბუმბული (ფრინველებში), ქერცლები, ფარები (თევზებში, ქვეწარმავლებში და ზოგიერთ ძუძუმწოვრებში), ბრჭყალები, ფრჩხილები, ჩლიქები; რქები (ძუძუმწოვრებში), თავის კორძები, დეზები, მკერდის ფირფიტები, რამფოთეკა, პოდოთეკა (ფრინველებში), ხახის რქოვანი წარმონაქმნები – ვეშაპის ულვაში და სხვა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.