ძუძუმწოვრების კანის ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ ოფლს. ემსახურება თერმორეგულაციას და გამოყოფას. წყლის ძუძუმწოვრებს არ გააჩნიათ, მღრღნელებს აქვთ მხოლოდ ტერფზე. მცირე რაოდენობით აქვთ მტაცებლებს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.