სა სე სვ სი სკ სმ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სავ საზ სათ საკ სალ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საწ სახ საჰ

საფარველი

ცხოველების სხეულის გარეგანი დამცველი წარმონაქმნი, რომლის ფუნქციებია: ორგანიზმის დაცვა, გარემოს ზემოქმედების აღქმა. საფ. შედგება ექტოდერმული წარმოშობის ეპითელური ქსოვილებიდან (უმაღლეს ცხოველებში მეზოდერმის ელემენტებითურთ), რომლებშიაც არის მგრძნობიარე ნერვული ელემენტების დაბოლოებანი. ს-ი ხშირ შემთხვევაში წარმოდგენილია კუტიკულით ან გარეგანი ჩონჩხით. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს ორგანული (ქიტინი) ან არაორგანული წარმოშობისა (ნიჟარა). ხერხემლიანების ს. წარმოქმნილია მრავალშრიანი ეპითელიუმით და კანის დერივატებით (ქერცლი, ძვლოვანი ფირფიტები, ბუმბული, ბალანი). ს-თან დაკავშირებულია სხვადასხვა ჯირკვლები (შხამიანი, სუნიანი, ლორწოს წარმომქმნელი და სხვ.) და აგრეთვე პიგმენტური უჯრედები, რომლებიც ცხოველის შეფერილობას განაპირობებენ.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9