L. stratos – შრეGk. podos - ფეხი მკვდარი მცენარეული ნარჩენების მრავალწლიანი ნადები ნიადაგის ზედაპირზე. შედგება ჯერ კიდევ ბოლომდე დაუშლელი ფოთლების, ნაყოფების, ყვავილების, ქერქის, მცენარეთა სხვა ნაწილებისა და ქსოვილებისაგან. ქვედა ფენაში ს. ნაწილობრივ არეულია მინერალურ კომპონენტებთან. ქმნის ხელსაყრელ პირობებს სოკოებისა და ბაქტერიებისათვის. წარმოადგენს მასალას ჰუმუსის წარმოქმნისათვის. საფენში ბინადრობს მრავალი უხერხემლო ცხოველი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.