საჭმლის მომნელებელი ტრაქტის განყოფილება, რომელიც ემსახურება საკვების გატარებას კუჭში. უხერხემლოებში წარმოადგენს მილს, რომელიც აერთებს პირის ღრუს ან ხახას შუა ნაწლავთან, ჯირკვლოვან ან საღეჭ კუჭთან. ხერხემლიანთა უმრავლესობაში აკავშირებს ხახას კუჭთან. ფრინველებს აქვთ სამარაგე განყოფილება – ჩიჩახვი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.