ცოცხალი ორგანიზმების სისტემის ძირითადი სტრუქტურული ერთეული, მათი ევოლუციის თვისობრივი ეტაპი. ჯერ კიდევ არ არის სახეობის საყოველთაოდ მიღებული განსაზღვრა. როგორც წესი სახეობად მიიჩნევენ ინდივიდების, პოპულაციების ერთობლიობას, რომელთაც ახასიათებს შეჯვარება და ნაყოფიერი შთამომავლობის მოცემა და ეს ერთობლიობა ხასიათდება განსაზღვრული არეალით, საერთო მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური ნიშნებითა და გარემოსთან დამოკიდებულების ერთგვარობით განსაკუთრებულ სიძნელეს წარმოადგენს სახეობების გამოყოფა იმ ცხოველებში, რომლებიც აგამურნი არიან და მათ პართენოგენეზი ან გინოგენეზი ახასიათებთ. ბოლო ხანებში სახეობათა გამოყოფის მიზნით გამოიყენება სხვადასსვა მეთოდები, რომელთაც საფუძვლად უდევს გენომის შესწავლა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.