ერთი სახეობის ინდივიდების ერთობლიობა, რომელიც განსხვავდება მორფოლოგიურად, ეკოლოგიურად, ფიზიოლოგიურად ამავე სახეობის შემადგენლობაში მყოფი სხვა ასეთი ერთობლიობისაგან. ზოოლოგიაში ხშირად ს-ის ნაცვლად გამოიყენება ქვესახეობის, მორფის, რასის ცნება. ზოოლოგიურ ნომენკლატურაში სახესხვაობა დაახლოებით შეესატყვისება ვარიაციას.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.