სა სე სვ სი სკ სმ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
სიზ სიკ სიმ სინ სიპ სირ სის სიფ სიც

სიკვდილიანობა

გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაღუპულ ინდივიდთა რაოდენობა რომელიმე პირობით რიცხვთან მიმართებაში (მაგ. 100, 1000 ინდივიდზე) ს-ბა იცვლება გარემო პირობებთან, პოპულაციის რიცხოვნობასთან და მდგომარეობასთან დაკავშირებით; როგორც წესი, გამოიხატება დაღუპულ ინდივიდთა რიცხვის პროცენტებში შეფარდებით საწყის ან საშუალო რაოდენობასთან. არჩევენ 3 სახის სიკვდილიანობას: ა) თანაბარს ყველა ასაკში (იშვიათია!), ბ) მაღალს განვითარების საწყის სტადიებზე (დამახასიათებელია ცხოველთა უმრავლესობისათვის), გ) ზრდასრულთა უფრო მაღალ ს-ბას, ახალგაზრდა ფორმებთან შედარებით (ახასიათებს მწერებს, რომელთა მატლები და ჭუპრები ბინადრობენ ნიადაგში. მერქანში, ქერქის ქვეშ და სხვა მრავალ ცხოველს).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9