ნათესაური კავშირებითა და სხეულის აგებულებით მსგავს ცხოველთა ჯგუფები, რომლებიც განლაგებულნი არიან ურთიერთ დაქვემდებარებულ (იერარქიულ) ჯგუფებში, რაც ქმნის ცხოველთა სისტემას: სახეობები ერთიანდებიან გვარებში, გვარები - ოჯახებში, ოჯახები – რიგებში, რიგები – კლასებში, კლასები – ტიპებში. არსებობს შუალედური სისტემატიკური ერთეულებიც (ქვეოჯახი, ზეოჯახი, ქვერიგი, ზერიგი. ტრიბა, კოჰორტა და სხვ.).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.