ორგანოები, რომლებშიაც არადიფერენცირებული უჯრედებისაგან – ჰემატოციტობლასტებიდან სისხლის ფორმიანი ელემენტები (ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები) წარმოიქმნება. ზრდასრულ ძუძუმწოვრებში ეს არის: ძვლის ტვინი, ლიმფური კვანძები ან ჯირკვლები, ელენთა, ფარისებრი ჯირკვალი. უმდაბლეს ხერხემლიანებში, ამის გარდა. თირკმელები (თევზებში) და ღვიძლი (კუდიან ამფიბიებში). ძუძუმწოვრების ჩანასახებში ს.ო-ბის როლს ასრულებს საყვითრე, შემდეგ ღვიძლი, ხოლო ძვლების განვითარების შემდეგ - ძვლის ტვინი. უხერხემლოებში სისხლი წარმოიქმნება შემაერთებელ ქსოვილში, სხეულის ღრუს სითხეში და ა.შ.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.