ცოცხალი ორგანიზმის სიცოცხლის ვადა. ძუძუმწოვრებისა და ფრინველების ს.ხ. დამოკიდებულია სხეულის ზომაზე. რაც უფრო დიდია ცხოველი, მით უფრო ხანგრძლივია მისი სიცოცხლე. ეს წესი გამოდგება მხოლოდ ცალკეული რიგების ფარგლებში. წვრილი ძუძუმწოვრების სიცოცხლის ხანგრძლიობა (თაგვები, ვირთაგვები) 1-2,5 წელია, სპილოსი – 60 - 70, თუთიყუშის - 10 წლამდე, სირაქლემისა - 40, კუთა - 150-200 და სხვ.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.