Gk. splanchnon - შიგნეულობა + tome – მონაკვეთი ქორდიანების ჩანასახოვანი განვითარების პროცესში მეზოდერმიდან წარმოქმნილი ფურცლები. არჩევენ გარეთა (პარიეტალურ) ფურცელს, რომელიც ეკვრის სხეულის კედელს და შიგნითა (ვისცერალურ) ფურცელს, რომელიც ეკვრის ნაწლავის კედელს. მათ შორის წარმოიქმნება სხეულის მეორადი ღრუ. სპლანქნოტომიდან წარმოიქმნება გულის პერანგი, გლუვი კუნთები, მეზენქიმა, სისხლი, სისხლძარღვები, გული, ჯორჯალი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.