Gk. სტენო + thermos - თბილი ისეთი ცხოველები, რომლებიც შეგუებულნი არიან გარკვეულ ტემპერატურულ პირობებს. მათ შორის არიან სითბოს მოყვარულნი-თერმოფილები და სიცივის მოყვარულნი – კრიოფილები. პირველ ჯგუფს მიეკუთენებიან რიფების შემქმნელი მარჯნები, ზოგიერთი მწერი, ამფიბიებისა და რეპტილიების უმრავლესობა; მეორე ჯგუფს – არქტიკული კიბოსნაირები, ორაგულისებრი თევზები, თეთრი დათვი და სხვ. (იხ. ევრითერმული ცხოველები).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.