Gk. სტენო + hydros - ტენიანი + bios - სიცოცხლე ცხოველები, რომელთა არსებობისათვის აუცილებელია საარსებო გარემოში განსაზღვრული ტენიანობა. მაგ. თუთის აბრეშუმმხვევიას მუხლუხოების განვითარება პირველ სტადიაზე ხდება 70-75%-იან ტენიანობის პირობებში, ბოლო სტადიაზე კი - 60-65%-იანი ტენიანობის დროს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.